“ლევან ხაბეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, რომ მშვიდობიანად დაგამხობთო ეუბნებოდა ამ რეჟიმს. ჩვენ აქ ყველა ადამიანი ვიმეორებთ იმავეს, დიახ, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გპირდებით მშვიდობიან დამხობას, მშვიდობიან რევოლუციას და დიახ, ორასი ათასი დოლარი ყველა იმ გდდ-ს თანამშრომელს, ვინც ქართველ ხალხზე ხელს არ აწევს“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თათია ნიკოლაშვილმა.

"მოგმართავთ რუსულ რეჟიმს - ჩვენ აქ ყველა ადამიანი, ვინც ვართ ამ ადამიანის გვერდით, არა მარტო თანაგუნდელები, ყველა, ვისაც ის მდგომარეობა აწუხებს, რაც ახლა საქართველოშია, ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს იმის გამო, რომ ის ჰპირდებოდა ორასი ათას დოლარს ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს არ აწევს საქართველოს მოქალაქეებს, როგორც მას პირადად გაუსწორდნენ ფიზიკურად, ისე არ გაუსწორდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, რომ მშვიდობიანად დაგამხობთო ეუბნებოდა ამ რეჟიმს. ჩვენ აქ ყველა ადამიანი ვიმეორებთ იმავეს , დიახ, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გპირდებით მშვიდობიან დამხობას, მშვიდობიან რევოლუციას და დიახ, ორასი ათასი დოლარი ყველა იმ გდდ-ს თანამშრომელს, ვინც ქართველ ხალხზე ხელს არ აწევს. ლევანის სიტყვა იყო ქუდზე კაცი 4 ოქტომბერს, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, ამიტომ გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს, ვიმარჯვებთ ერთად!“- განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.