ძალიან მარტივი რამ არის საჭირო - საკუთარი პოლიტიკური ეგოს გვერდზე გადადება, საკუთარი პოლიტიკური მიზნების, ამბიციების გვერდზე გადადება და დადგომა ერთად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისი გუნდი მზადაა ერთობლივი ბრძოლისთვის.

"ძალიან მარტივი რამ არის საჭირო - საკუთარი პოლიტიკური ეგოს გვერდზე გადადება, საკუთარი პოლიტიკური მიზნების, ამბიციების გვერდზე გადადება და დადგომა ერთად. აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ გუშინ ვინ ვისზე რას ამბობდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანას ვკარგავთ და ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ. ჩვენ ამ მოწოდებით ვიყავით ყოველთვის, ვართ და ვიქნებით მზად, რომ ნებისმიერ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც ოპოზიციური ძალების ერთიანობისკენ იქნება მიმართული. მზად ვართ, ნებისმიერი მაგიდის მუშაობაში მივიღოთ მონაწილეობა, სადაც ერთიანობაზე იქნება საუბარი", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.