სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი საუბრობს დანაშაულის ნიშნებზე, ეს პირდაპირი ვალდებულებაა საგამოძიებო ორგანოების, რომ გამოძიება დაიწყონ ამ ფაქტებზე, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის იმ პირის განცხადებები, რომელიც სახელმწიფოს სათავეში იყო ბევრი წელი.

“ღარიბაშვილმა პირდაპირ და ღიად უნდა ილაპარაკოს. მე არ მაქვს გამოძიების ჩატარების იმედი იმ ფაქტებზე, რომელზეც ის საუბრობს, მაგრამ არსებობს საზოგადოების ინფორმირების  ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი და მას შეუძლია, რომ საკუთარ ხალხს ესაუბროს იმ ადამიანებზე, ვინც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას.

სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი საუბრობს დანაშაულის ნიშნებზე, ეს პირდაპირი ვალდებულებაა საგამოძიებო ორგანოების, რომ გამოძიება დაიწყონ ამ ფაქტებზე. უბრალოდ შეუძლებელია, პროკურატურამ თქვას, რომ აქ ვერ ხედავს დანაშაულის ნიშნებს. გასაგებია, რომ დღეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ არის და ამ მხრივ, ნდობა დაბალია, მაგრამ ფორმალური ვალდებულება ხომ არსებობს?  - როგორ შეიძლება თქვა, რომ ყოფილი პრემიერის განცხადებები არ არის გამოძიების დაწყების საფუძველი, იმ ადამიანის, რომელსაც  ბევრი წელი მთავრობაზე უშუალო პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.