რეჟიმი ნამდვილად ირყევა, ყველა მათი გადაადგილება, მათი ინტერვიუბი, რომლებიც წუწუნებენ ამ სანქციებზე, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან მტკივნეული, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

"ეს ხალხი უკვე კეთროვანია, პრაქტიკულად, მსოფლიოში მათთან საქმეს სერიოზულად არავინ დაიჭერს, ამიტომ ეს არის ძალიან მიზანმიმართული, აქტიური პოლიტიკა და მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების.

რეჟიმი ნამდვილად ირყევა, ყველა მათი გადაადგილება, მათი ინტერვიუბი, რომლებიც წუწუნებენ ამ სანქციებზე, მათი ურთიერთგამომრიცხავი რეაქციები სანქციებზე, მოსამართლეების ტირილი სანქციებზე - ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან მტკივნეული", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.