პროფესიონალი ექიმი, რომელიც თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს, შეიძლება ყველამ ფეხებზე დაიკიდოს და ყოფილი პრემიერი, რომელმაც ყველა ფეხებზე დაგვიკიდა და ჩვენი ფული ჭამა, დღესაც თავისუფალია, - ამის შესახებ უფლებადამცველმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტი.

"უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამხელა განსხვავებაა, როცა ექიმი, რომელიც ტროტუარზე იდგა პოლიციამ წაიყვანა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომლის სახლიდანაც დიდძალი ოქრო და ქონება ამოიღეს ჯერ კიდევ არ არის დაკავებული და არავის არ აქვს ის ეჭვი, რომ შეიძლება მტკიცებულება გაანადგუროს და შეიძლება ვიღაცაზე გავლენა მოახდინოს. ეს არის ორმაგი სტანდარტი.

პროფესიონალი ექიმი, რომელიც თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს, შეიძლება ყველამ ფეხებზე დაიკიდონ და პირიქით, ცუდადაც მოექცნენ და ყოფილი პრემიერი, რომელმაც ყველა ფეხებზე დაგვიკიდა და ჩვენი ფული ჭამა, დღესაც თავისუფალია", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

გასულ ღამეს რუსთაველის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა 20-მდე მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც გზის გადაკეტვა ედებათ ბრალად, მათ შორისაა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც.