„რა თქმა უნდა, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს არ არის რეგისტრაცია, ეს ჩვენი 5 ნომრის  დაცვა, რომელიც მხოლოდ საარჩევნო კი არა, ჩვენი პოლიტიკური იდენტობის ნაწილია. როცა ხალხი დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, თავისუფალ არჩევნებში სწორედ ამ ნომრით მივიღებთ მონაწილეობას”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

“ჩვენ არ გვაინტერესებს რას ამბობს რუსული პარტია, რუსული რეჟიმი. ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის ნომრის საკითხი და 5 ნომერი, არა მხოლოდ საარჩევნო ნომერია, არამედ ჩვენი პოლიტიკური იდენტობის ნაწილია და რა თქმა უნდა, როდესაც ქართველი ხალხი დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და აღდგება ქვეყანაში დემოკრატია ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში სწორედ ამ ნომრით. მე დარწმუნებული ვარ, ეს დღე ძალიან მალე დადგება.

აქ არ არის მხოლოდ პროცედურაზე ლაპარაკი, ჩვენ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ჩვენთვის 5 ნომერი არამხოლოდ საარჩევნო ნომერია, არამედ პოლიტიკური იდენტობის ნაწილია და, ცხადია, ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ჩატარდება ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ჩვენ ამ ნომრით მივიღებთ მონაწილეობას და ეს ნომერი არის “ვარდების რევოლუციის” შემდგომ გატარებული რეფორმების ნომერი.

რა თქმა უნდა, ეს არის ბრენდი, რომლითაც საქართველომ გაჭრა გზა ევროკავშირისკენ, ევროინტეგრაციისკენ და მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ნომრის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ამ ნომრის შენარჩუნებისთვის გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯს და ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯი, თუმცა რას გააკეთებს, ეს შავად შეღებილი კაცი იქ, ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავით კონსტიტუციური პრინციპების, კანონმდებლობის დამცველები და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. თუ ვინმე კონსტიტუციას არღვევს ეს არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც გადაუხვია კონსტიტუციურ პრინციპებს”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.