ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება – ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საკითხები თუ გადაუჭრელი დარჩება, ამას, შესაძლოა, უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს.

"უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი: რა უნდა ვიცოდეთ:

1. არსებული მდგომარეობა

უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული.

2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.

2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა.

იხილეთ სრული ანგარიში (ინგლისურად) https://bit.ly/3IPF0Lk

2. რა არის ევროკავშირის რეკომენდაციები?

ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება.

ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება.

იხილეთ რეკომენდაციების სრული სია (ინგლისურად) https://bit.ly/4lCWqJS

3. რა ხდება შემდეგ?

ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე.

საკითხები თუ გადაუჭრელი დარჩება, ამას, შესაძლოა, უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.