ეს კვლევა აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების"  პროპაგანდა, ფაქტობრივად, ჩავარდა, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, რაც სურს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ავტორიტარულად მართავდეს ქვეყანას, სრულიად არათავსებადია ევროკავშირთან.

"ეს კვლევა აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების"  პროპაგანდა, ფაქტობრივად, ჩავარდა იმიტომ, რომ უკვე ორ წელიწადზე მეტია, "ქართული ოცნების" კონტროლირებადი მედიასაშუალებებიდან მოდის მასობრივი ანტიევროპული კამპანია.

რაც სურს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ავტორიტარულად მართავდეს ქვეყანას, სრულიად არათავსებადია ევროკავშირთან და იმასთან, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, ის ილუზია, რომ ივანიშვილის რეჟიმი რაღაც მომენტში გადაწყვეტს, რომ ვერ ვერევი საზოგადოებრივ აზრს და შემოვატრიალებ პოლიტიკას - ეს არარეალურია", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.