"ქართული ოცნების" ინტერესებში შეიძლება შედიოდეს კიდეც, რომ ევროკავშირმა ჩამოგვართვას უვიზო მიმოსვლა, ამით დაზარალდეს ძალიან ბევრი და ხალხს კიდევ ისე აუხსნან, რომ არ ვუყვარვართ ევროკავშირში, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" პუტინის მსგავსი განცხადებებით გამოირჩევა.

"ქართული ოცნების" ინტერესებში შეიძლება შედიოდეს კიდეც, რომ ევროკავშირმა ჩამოგვართვას უვიზო მიმოსვლა, ამით დაზარალდეს ძალიან ბევრი და ხალხს კიდევ ისე აუხსნან, რომ არ ვუყვარვართ ევროკავშირში, არ ითვალისწინებენ ჩვენი ხალხის გაჭირვებას და ასე გვექცევიან.

ეს ევროკავშირში ძალიან კარგად ესმით და ახლა მიდის პოლიტიკური ბრძოლა - ევროკავშირი ცდილობს, რომ "ოცნებას" აიძულოს დემოკრატიისკენ შემობრუნება და ევროკავშირისგან ჩამოშორებას ცდილობს "ქართული ოცნება", მაგრამ ამავდროულად ცდილობენ, რომ ეს დაბრალდეს ევროკავშირს. 

"ქართული ოცნება" ისეთ განცხადებებს აკეთებს, როგორც პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით, რომ არ ცნობს არანაირ ბუჩას, არანაირ დანაშაულებს, რომელსაც ჩადის და პირიქით, უკრაინას აბრალებს, აქაც ასეთი, გადაბრალების პოლიტიკაა", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.