ეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ან მასში მონაწილეობის ეტაპია და ეს ადამიანები ძალიან უახლოვდებიან დანაშაულს, - ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყოს.

"წარმოუდგენელი მოვლენები ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. "ქართულ ოცნებასთან" აშკარად დაკავშირებული ჯგუფები დღეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიან. თითქოსდა ეროვნულობის სახელით, ძალადობას აანონსებენ პირდაპირ ეთერში და საუბრობენ იმაზე, რომ რეგისტრირებული ერთეულის შექმნასაც აპირებენ, რაც, რა თქმა უნდა, აჩენს ეჭვებს, რომ ეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ან მასში მონაწილეობის ეტაპია და ეს ადამიანები ძალიან უახლოვდებიან დანაშაულს, ამიტომ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყოს და მინიმუმ, ეს ადამიანები გამოიკითხონ პროკურატურის მიერ", - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.