მთავარია, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ხალხის პრობლემებზე, დავიხსნათ პოლიტიკური პატიმრები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენს შვილს მივცეთ უკეთესი მომავალი, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა კონცენტრაცია დიდ პრობლემებზე უნდა ჰქონდეს ყველას.

"მთავარია, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ხალხის პრობლემებზე, დავიხსნათ პოლიტიკური პატიმრები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენს შვილს მივცეთ უკეთესი მომავალი. ამ დიდ საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებშიც, ოპოზიციაშიც იმისთვის, რომ საერთო შეხების წერტილები მოვძებნოთ ამ დიდი პრობლემების და გამოწვევების გადასალახად.

რაც შეეხება გახარიას, მიმაჩნია, რომ ის და ივანიშვილის რეჟიმი მონეტის ორი მხარეა და ერთმანეთისთვის სასარგებლო ფუნქციებს ასრულებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ელემენტარული ლოგიკა და სამართლიანობა მოითხოვს, რომ როდესაც მზია ამაღლობელს სილის გაწვნისთვის ციხეში მრავალი წლით ამყოფებ და უამრავ სხვა ადამიანს, ნებისმიერი საბაბით, ციხეში ამწყვდევ მრავალი წლით, ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში, თუმცა, ალბათ, საზოგადოებას ახსოვს ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი "პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ სხვა შემთხვევაშიც გვინახავს პარლამენტის სხდომათა დარბაზში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.