4 ოქტომბერი ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების დღე იქნება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი გიგიტელაშვილმა განაცხადა.

“4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების დღე. 4 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ივანიშვილის რუსულ პარტიას უნდა გასცეს საბოლოოდ პასუხი ყველა იმ უბედურებისთვის, რაც მან დამართა ამ ქვეყანას - ემიგრაცია, ქვეყნის ეროვნული ღალატი, ამ ყველაფერზე ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს უნდა გასცეს პასუხი.

საქართველოს საუკეთესო დღეები აქვს წინ, დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის გამარჯვებაში და დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი კახელი და უამრავი თელაველი იქნება 4 ოქტომბერს რუსთაველზე”, - განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა