მაფიოზური კლანი მასამართლებს მე, ქართული სახელმწიფოს შემქმნელს. ისტორიული პასუხისმგებლობა აქვს ყველას, ვისაც შეეძლო ჩემი უსამართლო პატიმრობის დასრულება და ეს არ გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას მაფიოზური კლანი ასამართლებს.

"საქართველო არის მთლიანად გაძარცული, მაფიოზური კლანის ხელშია. მაფიოზური კლანი მასამართლებს მე, ქართული სახელმწიფოს შემქმნელს. ამაზე უფრო დიდი უსამართლობაა დღევანდელი საქმე, რომელიც ეხება ქვეყანაში უკანონოდ დაბრუნებას, ეს ყველა საზღვარს სცდება. ვფიქრობ, ისტორიული პასუხისმგებლობა აქვს ყველას, ვისაც შეეძლო ჩემი უსამართლო პატიმრობის დასრულება და ეს არ გააკეთა. 

ხვალ არის "ვარდების რევოლუციის"  21-ე წლისთავი. "ვარდების რევოლუციის"  დროსაც ასე მოიპარეს არჩევნები. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ არჩევნებს მოიპარავდნენ და მოვემზადეთ. ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4000 რობოკოპი. ჩვენ ხომ ბევრად მეტნი ვართ, ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ბალერინკობის თამაში.

მოვეშვათ ენის მოჩლექას, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა. კაცმა რომელმაც ეს ამბავი ჩაიდინა და ხმები წაგართვათ, ყველაფრის მკადრებელია, თითოეული თქვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია", - განაცხადა მიხეილ  სააკაშვილმა.