სასამართლოში ორივე სარჩელი უკვე რეგისტრირებულია. გუშინ, დღის ბოლოსკენ დარეგისტრირდა დეპუტატების სარჩელიც. სასამართლო შემადგენლობა მუშაობს, რაც შეეხება უშუალოდ წარმოებაში მიღების საკითხს, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი, - ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ დასამუშავებელია მთელი რიგი დოკუმენტები.

"სასამართლოში ორივე სარჩელი უკვე რეგისტრირებულია. გუშინ, დღის ბოლოსკენ დარეგისტრირდა დეპუტატების სარჩელიც. სასამართლო შემადგენლობა მუშაობს, რაც შეეხება უშუალოდ წარმოებაში მიღების საკითხს, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი, შესაბამისად, ზუსტ თარიღს სასამართლო, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ასახელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ დასამუშავებელია მთელი რიგი დოკუმენტები, სარჩელები და მომხსენებელი მოსამართლე, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით, წარმოადგენს პროექტს და შემდეგ იქნება გადაწყვეტილების მიღება. ჯერჯერობით წარმოებაში მიღების საკითხზეა საუბარი", - განაცხადა მანანა კობახიძემ.