ქვეყანაში ჩამოყალიბებულია დიქტატურა ერთი გიჟი ადამიანის, რომელსაც უკან უდგას რუსეთი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმისგან ის უფრო მეტ ველურობას ელოდება.

"ქვეყანაში ჩამოყალიბებულია დიქტატურა ერთი გიჟი ადამიანის, რომელსაც უკან უდგას რუსეთი. ასეთი ადამიანი და ასეთი რეჟიმია. ეს ადამიანი არის საშიში იმიტომ, რომ მას სათავეში ორი გიჟი უდგას და აღარანაირი მუხრუჭი ქვეყანაში აღარ არსებობს, ამიტომ, მე ამათგან ველოდები კიდევ უფრო მეტ ველურობას.

ეს ეტაპი თავის შედეგს მოიტანს - კიდევ უფრო მეტ იზოლაციას, მეტ სანქციას და საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანებას. ჩვენი ამოცანაა გამარჯვება, ქვეყნის სადავეებიდან ამათი ჩამოცილება და მოშორება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში 22 მაისს დააკავეს.