ევროპა არ იღლება და არც დაიღლება იმიტომ რომ ჩვენ პროტესტს და წინააღმდეგობას ვაგრძელებთ, წინააღმდეგობა არის ჩვენი ოქროს გასაღები სწორედ იმისთვის, რომ “ოცნებამ“ ავტოკრატია არ გააფორმოს, ⁠- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

როგორც ბუტიკაშვილმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა დააშორა ევროპას, ადამიანების უფლებები უარყო და აფორმებს ავტოკრატია, თუმცა ხალხი კვლავ იბრძვის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის.

“ევროპა არ იღლება და არც დაიღლება იმიტომ რომ ჩვენ პროტესტს და წინააღმდეგობას ვაგრძელებთ, ეს წინააღმდეგობა არის ჩვენი ოქროს გასაღები სწორედ იმისთვის, რომ აქ “ოცნებამ” ავტოკრატია არ გააფორმოს. რითაც განვსხვავდებით სხვა ავტოკრატი ქვეყნებისგან, იქნება ეს ბელორუსია თუ რუსეთი, არის ის, რომ ჩვენი ხალხი არ ნებდება და აჩვენებს, რომ ის იბრძვის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, როგორც კი ეს გაჩერდება და ერთობა ჩამოიშლება, რომელიც დიდი ბრძოლის და შრომის შედეგად ერთად შევქმენით, როდესაც ამის ჩამოშლა მოხდება და ამას დააპირებს “ქართული ოცნება” სხვადასხვა აქტორებით, ეს იქნება იმის დასაწყისი, რომ დასავლეთი ნელ-ნელა დაიწყებს საუბარს “ქართულ ოცნებასთან” ამიტომ ეს არის ჩვენი ოქროს გასაღები, რითაც გვიჭირავს ჩვენი დემოკრატია ჩვენი ევროპული მომავალი და ამას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეს ნებისმიერი აქტორი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული”, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.