"ქართული ოცნება" კვლავ უარს ამბობს ჩვენს მიერ ინიციირებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც მიმდინარე ანექსიის პროცესს გმობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

“რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება. ამ მიზნით, საოკუპაციო ადმინისტრაციის სათავეში დაინიშნა რუსი ჩინოსანი და სწრაფი ტემპით ხორციელდება 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „ინტეგრაციის შეთანხმება".

ამ უკიდურესად ტრაგიკული პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დუმილს ინარჩუნებენ და უარს ამბობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე უხეში დარღვევების დაგმობაზე.

"ქართული ოცნება" ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს და კვლავ უარს ამბობს ჩვენს მიერ ინიციირებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც მიმდინარე ანექსიის პროცესს გმობს", - წერს გახარია.