პაპუაშვილი და ეს თვითმარქვია ადამიანები ყველას ისე ზომავენ, როგორც თვითონ არიან. პირდაპირ ვეუბნები მას, რომ განცხადებები დაიწერება და ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდეს ეს განცხადებები, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის ინფორმაცია, ვინ იქნება პრეზიდენტი, თუმცა არც აქვს მნიშვნელობა, რადგან იქნება არალეგიტიმური.

"პაპუაშვილი და ეს თვითმარქვია ადამიანები ყველას ისე ზომავენ, როგორც თვითონ არიან. პირდაპირ ვეუბნები მას, რომ განცხადებები დაიწერება და ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდეს ეს განცხადებები. აქამდე დაწერილი განცხადებებიც უნდა დაკმაყოფილებულიყო კანონის შესაბამისად, თუმცა მათ უნდათ, რომ ეს თვითმარქვია თავყრილობა რამენაირად გაიფორმონ. არ ექნება ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს, რაც არ უნდა იბაქიბუქონ პოლიციის ზურგს უკან ამოფარებულმა ვიწრო ჯგუფმა, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ვეუბნები მასაც და ყველას, რომ ჩვენ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ და ამ არჩევნებს არავის შევარჩენთ. არ არის ინფორმაცია, ვინ იქნება პრეზიდენტი, თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა, რადგან არ იქნება კანონიერი, იქნება არალეგიტიმური”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.