იმედი იმისა, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლო რაიმე პოზიტიურს გამოიტანს, არ არსებობს, ამათმა უკვე დაამტკიცეს, რომ არ აქვთ არანაირი რესურსი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ და მისი უფროსის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღონ, - ამის შესახებ იურისტმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუნდაც ისტორიისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ ამ პარლამენტის საკითხი ეჭვქვეშ დადგეს, ამ ყველაფრისთვის იყო აუცილებელი ამ სარჩელის შეტანა.

"იმედი იმისა, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლო რაიმე პოზიტიურს გამოიტანს, არ არსებობს, ამათმა უკვე დაამტკიცეს, რომ არ აქვთ არანაირი რესურსი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ და მისი უფროსის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღონ, თუნდაც ისტორიისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ ამ პარლამენტის საკითხი ეჭვქვეშ დადგეს, ამ ყველაფრისთვის იყო აუცილებელი ამ სარჩელის შეტანა. მე მივესალმები ამგვარი სარჩელის შეტანას, ამიტომ, ჩვენმა ორგანიზაციამ სასამართლოს მეგობრის პოზიციაში გამოხატა მხარდაჭერა. ჩვენ ეს გავამყარეთ იმ ფაქტებით, რომელიც შევაგროვეთ არჩევნების დღეს ჩვენ და კოალიცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენლებმა. უამრავი, ზღვა მასალა გვაქვს და ეს ყველაფერი თანდართულია სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტზე“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების ფარულობის და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით, სარჩელით მიმართა, იმავე შინაარსის სარჩელით მიმართა სასამართლოს ოპოზიციამაც.