ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ შეიცვალოს რეჟიმი, არამედ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ ეს ურთიერთობები, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვერავინ შეძლებს ამ შეხვედრების გაყიდვად იმით, რომ თითქოს, ნორმალიზება შეიძლება მოხდეს იმ პროცესების, რაც საქართველოში ხდება.

"ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ შეიცვალოს რეჟიმი, არამედ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ ეს ურთიერთობები - ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი ამ შეხვედრაზე.

დანარჩენი რაც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, საქმის კურსში არიან ყველა იმ საკითხზე, რაც ხდება ქვეყანაში. ვერავინ ვერ შეძლებს ამ შეხვედრების გაყიდვად იმით, რომ თითქოს, რაღაცის ნორმალიზება შეიძლება მოხდეს იმ პროცესების, რაც საქართველოში ხდება",  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლები სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შეხვდნენ.