"იმედი" და "პოს ტვ" დასანქცირდნენ არა როგორც ორი ქართული ტელევიზია, არამედ, როგორც რუსული მხარის წარმომადგენლები. დღეს ესენი არიან კლასიფიცირებული, როგორც ქართულენოვანი რუსული მედია, - ამის შესახებ დიპლომატმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ არანაირი ძალა არ აქვს სანქციებს, ცოტა ხნის წინ ამტკიცებდნენ, რომ სანქციები არ იქნებოდა.

"ადამიანები, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ არანაირი ძალა არ აქვს სანქციებს, ცოტა ხნის წინ ამტკიცებდნენ, რომ სანქციები არ იქნება. 

ბრიტანულს და ამერიკულ სანქციებს მსოფლიო ბიზნეს და ფინანსურ საქმეში ყველაზე დიდი ეფექტი აქვს. ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელსაც რაიმე სახით აქვს შეხება გაერთიანებულ სამეფოსთან და მის ფინანსურ სექტორთან, პრობლემა შეექმნება რეკლამის მიტანის შემთხვევაში, ან ავიღოთ ბანკები.

"იმედი" და "პოს ტვ" დასანქცირდნენ არა როგორც ორი ქართული ტელევიზია, არამედ, როგორც რუსული მხარის წარმომადგენლები. დღეს ესენი არიან კლასიფიცირებული, როგორც ქართულენოვანი რუსული მედია", - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.