ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია, შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 
 

ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, თავდაპირველად ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და "ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდამცავ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე" დანიშნეს.