დამტკიცდება დელეგატთა არჩევის წესი, თუ ვინ მისცემს ხმას ყრილობაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ამ ყრილობის ჩატარებაზე, ყრილობაზე დასმულ საკითხებზე, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ იქნება საუბარი, თუ რა და როგორ განიხილა "ნაციონალური მოძრაობის" საბჭომ.

"ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დამტკიცდება დელეგატთა არჩევის წესი, თუ ვინ მისცემს ხმას ყრილობაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ამ ყრილობის ჩატარებაზე, ყრილობაზე დასმულ საკითხებზე, დროებით მმართველობით ორგანოზე, რომელსაც ეს ყრილობა აირჩევს და საბოლოო ჯამში, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გვექნება საუბარი, თუ რა და როგორ განიხილა "ნაციონალური მოძრაობის" საბჭომ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობა"  30 ივლისს, 15:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. სხდომაზე ყრილობის თარიღი განისაზღვრება, ყრილობაზე კი პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.