ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10 ნოემბერს გამოსცა.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2025 წლის 15 მაისს დაინიშნა. იქამდე ის თბილისის ვიცე-მერის პოსტს იკავებდა.