რუსეთის აგრესიის შემდგომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მათ შორის იმის ჩვენება, რომ ჩვენ არ ვიყავით განწყობილები აგრესიულად რუსეთის მიმართ, -  ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლება იძულებული იყო ისეთი ნაბიჯები გადაედგა კულტურული და ტურისტული მიმართულებით მათ შორის, რომ ეჩვენებინა, რომ ისინი არ არიან ქსენოფობიურად და აგრესიულად განწყობილები.

"ადამიანები საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი, თურმე, პუტინის საწინააღმდეგო განცხადებების გამო, იყო ყველაზე მიუღებელი ადამიანი საგარეო კუთხით. ახლა იძახიან, რომ არა, ესეც იყო და თან თითქოს, რაღაცებს აკეთებდა, რაც შეიძლება პირიქით აღვიქვათო - ეს არის არაადეკვატური პროპაგანდა იმიტომ, რომ კაცი ცნობილია, როგორც პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ ადამიანზე ზახაროვას და ლავროვის მიერ შექებული კობახიძე და მისი დამქაშები იძახიან, რომ რუსეთთან რაღაც გააკეთაო.

აგვისტოს ომის შემდგომ, რუსეთის აგრესიის შემდგომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მათ შორის იმის ჩვენება, რომ ჩვენ არ ვიყავით განწყობილები აგრესიულად რუსეთის მიმართ, მათ შორის, ამას ხელი შეუწყვეს, რა თქმა უნდა, ევროპაში ძალებმა, რომლებიც იყვნენ არაადეკვატურად განწყობილები რუსეთის მიმართ და მიაჩნდათ, თითქოს რუსეთს რაღაც ინტერესები აქვს, რომელიც არის ლეგიტიმური ჩვენ რეგიონში. ის ხელისუფლება იძულებული იყო ისეთი ნაბიჯები გადაედგა კულტურული და ტურისტული მიმართულებით მათ შორის, ეჩვენებინა, რომ ისინი არ არიან ქსენოფობიურად და აგრესიულად განწყობილები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.