ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, ევროკავშირმა მეტი უნდა გააკეთოს ქართველების დასახმარებლად, რომ საქართველო ან სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის რეგიონი, იმპერიალისტური კოლონიალისტური იმპერიის ნაწილი არ გახდეს, ევროკავშირის ინტერესებშია, ევროპულ კონტინენტზე დემოკრატიები იყოს.

"თბილისში რამდენჯერმე ვიყავი. მე ვხედავ საქართველოში ხალხის სიმტკიცეს. თქვენ იცით, რომ ქართველები დაახლოებით 80 პროცენტი პროევროპულები არიან, თუმცა თავად ისინი ამბობენ, რომ არიან არა პროევროპულები, არამედ ევროპელები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი იბრძვიან უფლებისთვის, რომ იყვნენ ევროპელები, როგორც არიან. ასევე მივმართავ ევროკავშირის ქვეყნებს, პოლიტიკოსებსა და ხალხს, ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა ხდება საქართველოში. ეს შეიძლება, მოხდეს ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, როგორ არის შესაძლებელი ქვეყნის დაპყრობა შიგნიდან, დემოკრატიული გარემოს უკუსვლა და ჩვენ თვალს ვადევნებთ ზოგიერთ ქვეყანაში ზუსტად იგივე უკუსვლას. საქმე არ ეხება მხოლოდ ბრიუსელისგან სადღაც შორს მდებარე ქვეყნებს, სულაც არა, ეს ძალიან ახლოსაა. და ის ბრძოლა, რომელსაც ქართველები აწარმოებენ, არ არის განცალკევებული მოლდოველების, უკრაინელების ბრძოლისგან, ბელარუსი ხალხის ბრძოლისგან, რომელიც 2020 წელს დაიწყო და ახლაც იბრძვიან. ეს არის ერთი დ აიგივე ბრძოლა ერთი და იგივე იმპერიალისტური კოლონიალისტური ძალის წინააღმდეგ. ჩვენ, ევროკავშირში უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ქართველებს, რომ საქართველო ან სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის რეგიონი არ გახდეს ამ იმპერიალისტური კოლონიალისტური იმპერიის ნაწილი. ეს ევროკავშირის ინტერესებშია, რომ ევროპულ კონტინენტზე იყოს დემოკრატიები“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარმა ასევე ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მზია ამაღლობელი საქართველოში ყველა დაპატიმრებული ადამიანის სიმბოლო გახდა, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვხატოთ მეტი სოლიდარობა მზიას და მისი ბრძოლის მიმართ“.