ვის ეყრდნობა "ქართული ოცნება"  - ეყრდნობა მარტო ფაშისტურ ძალებს საქართველოში, - ამის შესახებ ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პირობებში არანაირი აზრი არ აქვს ადგილობრივ არჩევნებს.

"მე ვთვლი, რომ ამ პირობებში არანაირი აზრი არ აქვს ადგილობრივ არჩევნებს, თუნდაც თეორიულად დავუშვათ, რომ სადღაც, რომელიღაც სოფელში შეიძლება მოიგოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ამით არაფერი არ იცვლება და ამიტომ, აზრი არ აქვს.

მეც კარგად მესმის, რომ დღევანდელი დღის გადასახედიდან არ შეასრულებენ, მაგრამ თუ გაგრძელდება ზეწოლა, მაშინ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ კარგი, სხვა შემთხვევაში ნომინალურად მაინც გაიყვანენ თავიანთ სატელიტს. 

ვის ეყრდნობა "ქართული ოცნება"  - ეყრდნობა მარტო ფაშისტურ ძალებს საქართველოში. ფაშისტურ ძალებს გამოათრევენ და იტყვიან ისე, როგორც რუსეთშია, რომ იქნება ვიღაც ჟირინოვსკის პარტია და ასე შემდეგ. ასეთი საქართველოს აშენება უნდათ "ქოცებს", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.