ივანიშვილი არის კაცი, რომელსაც ეგონა, რომ დასავლეთი სუსტია და პუტინი და აიათოლების რეჟიმია მისი დასაყრდენი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მსგავსი ქმედებები განაპირობებს მათსავე სანქცირებას.

"ქართულ ოცნებას" რომ უკვირს, რატომ გვასანქცირებენო, იმიტომ ხდებიან სანქციების სამიზნეები, რომ ჩადიან ისეთ ქმედებებს, რომლებიც საერთაშორისო სასანქციო რეჟიმს ექვემდებარება. ძალიან მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური კონტექსტიც, რომელიც მსოფლიოში შექმნილი. ივანიშვილმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მერე თავისი კრიმინალური დაჯგუფების ბედისწერა დაუკავშირა კრემლს და არა მხოლოდ, ავტორიტარული ღერძის მქონე ქვეყნებს, მათ შორის ირანს. ირანის ტერორისტული და მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ "ოცნება" მხარდაჭერას გამოხატავს.  ეს იმიტომ, რომ რუსეთის დავალება იყო და მეორე იმიტომ, რომ ივანიშვილი არის კაცი, რომელსაც ეგონა, რომ დასავლეთი სუსტია და პუტინი და აიათოლების რეჟიმია მისი დასაყრდენი", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.