ივანიშვილის ამოცანა და სურვილია მისი ყველა ოპონენტი გაანადგუროს და გამოკეტოს ციხეში, იძალადოს სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა სახელმწიფომ წარმოუდგენელ ავტოკრატიულ ჭაობში გადაინაცვლა.

"ივანიშვილის ამოცანა და სურვილია მისი ყველა ოპონენტი გაანადგუროს და გამოკეტოს ციხეში, იძალადოს სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე. აქ მთავარი არის ერთი რამ - ის რისკი, რომელიც აიღეს დაკავებულებმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან, გაუტეხლობა და შემართება ბევრს ნიშნავს. ის გამოხმაურება, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. 

ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში არსებული ვითარება არის საგანგაშო. ქართულმა სახელმწიფომ წარმოუდგენელ ავტოკრატიულ ჭაობში გადაინაცვლა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.