ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს სძულს ამერიკის შეერთებული შტატები და შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტ ტრამპს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

"მადლიერი ვარ, რომ წარმომადგენელთა პალატის წინაშე MEGOBARI აქტის განხილვაზე სიტყვით გამოვედი.

ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს სძულს ამერიკის შეერთებული შტატები და შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტ ტრამპს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა!", - წერს უილსონი.