წარმოუდგენლად ღირსეულად შეხვდა ზურა ჯაფარიძე ამ უკიდურესად უღირს და უსამართლო ნაბიჯს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად უდანაშაულო ზურა ჯაფარიძე იჯდება ივანიშვილის საპყრობილეში თავად თავისუფლება შეზღუდული, ქვეყნის თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"გუშინ ძალიან ემოციური დღე იყო ყველა ნორმალური ადამიანისთვის, როდესაც სამი შვილის მამა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის, ავადმყოფი მოხუცებული დედის შვილი, სრულიად უდანაშაულო ადამიანი, წულუკიანის განკარგულების შესაბამისად ციხეში გაუშვეს, მაგრამ წარმოუდგენლად ღირსეულად შეხვდა ზურა ჯაფარიძე მეუღლესთან ერთად, ამ უკიდურესად უღირს და უსამართლო ნაბიჯს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად უდანაშაულო ზურა ჯაფარიძე იჯდება ივანიშვილის საპყრობილეში თავად თავისუფლება შეზღუდული, ქვეყნის თავისუფლებისთვის.

ზურას თავგანწირვა, უკომპრომისობა, პრინციპულობა ნამდვილად უნდა გახდეს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გახდება მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფნი გავაგრძელებთ ბრძოლას მასთან ერთად ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მაგრამ მორალური მაგალითისა, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ უკიდურესმა უსამართლობამ ასევე მისცეს ბიძგი კონკრეტულ მოქმედებას და გახდეს კონკრეტული მოქმედების საფუძველი და ჩემი აზრით ერთადერთი სწორი მოქმედება ასეთი უსამართლობის პირისპირ არის ოპოზიციის გაერთიანება, ის იდეა, რომელსაც ქომაგობდა ზურა ჯაფარიძე ჯერ კიდევ 26 ოქტომბრამდე და იმედი მაქვს, რომ გუშინდელი უსამართლობა მაინც გახდება ბიძგი გაერთიანების და გავაცნობიერებთ, რომ ერთადერთი სწორი მოქმედება ახლა ოპოზიციის მხრიდან ზურას დასახსნელად და სხვა ყველა პოლიტპატიმრის დასახსნელად. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, რადგან ჩვენ ვართ მართლები, ზურა არის მართალი, წულუკიანი და რუსი ივანიშვილი ვერასდროს წაგვართმევს ყველაზე ძვირფასს - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ