იზოლაციაში მყოფი დასანქცირებული რეჟიმი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ქართველი ხალხის ნების გამომხატავი, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იზოლაცია ძალიან სერიოზულად მოქმედებს საქართველოს მომავალზე.

"იზოლაცია ძალიან სერიოზულად მოქმედებს საქართველოს მომავალზე, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებზე იმიტომ, რომ იზოლაციაში მყოფი დასანქცირებული რეჟიმი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ქართველი ხალხის ნების გამომხატავი, ამიტომ სავსებით არ მიკვირს, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, არალეგიტიმური, გაყალბებული არჩევნების შედეგად ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. ხელისუფლებას არავინ არ მიიწვევს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვარშავაში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართა, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს.