დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია წერს სოციალურ ქსელში.

"დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ.

დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. დანარჩენი მოგვიანებით", - წერს გიორგი გახარია.

გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.