განცხადება, რომელიც ქალბატონმა სალომემ გააკეთა, თავისთავად კარგი ინტენსიაა, კარგი ოცნებაა, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამას სჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაც, ზეწოლა და ა.შ.

"განცხადება, რომელიც ქალბატონმა სალომემ გააკეთა, თავისთავად კარგი ინტენსიაა, კარგი ოცნებაა, მაგრამ ის, რომ აიძულო ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ამის გარშემო უნდა არსებობდეს სერიოზული პროტესტი, ამას სჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაც, ზეწოლა და ა.შ. ამ ყველაფრის განხორციელება შეუძლებელია, თუ ოპოზიცია ცალსახად არ განაცხადებს, რომ იღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ არსებობს ასეთი პირობები. ამის გარშემო თუ პროტესტი არ მობილიზდა, ისე უბრალოდ, რომ ვაცხადებთ - ჩვენ გვინდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაატარებენ მათთან ერთად საპარლამენტო არჩევნებსაც, ეს მხოლოდ იქნება ისეთი მოთხოვნა, რომელსაც "ოცნება" ერთი ყურიდან მეორეში გაატარებს. ამის გარშემო კი პროტესტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ოპოზიცია შეთანხმდა და გადაწყვიტა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ის მონაწილეობს, მაგრამ ამავე დროს ითხოვს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც. ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა - "ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ და არ ჩაინიშნა,  მაშინ ერთობლივად - ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებს".