ევროკავშირმა და სხვებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი წერს.

"მასიური საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოში გრძელდება. სიტუაცია 29 დეკემბრის შემდეგ პიკს მიაღწევს. შემდეგ, ევროკავშირმა და სხვებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად", - წერს ბილდტი.

29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იგეგმება.