რატომ არ გამოაცხადეს ძებნა აქამდე ფარცხალაძეზე? მის წინააღმდეგ მხოლოდ კანონიერი ქურდების მოთხოვნით აღიძრა საქმე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბანდიტური მმართველობის სტილი არის კრიმინალური.

“ივანიშვილი არის კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანი. მისი ბანდიტური მმართველობის სტილი არის კრიმინალური. მან საქართველოში კანონიერი ქურდების ფართომასშტაბიანი ინფილტრაცია დააბრუნა.
რატომ არ გამოაცხადეს ძებნა აქამდე ფარცხალაძეზე? მის წინააღმდეგ მხოლოდ კანონიერი ქურდების მოთხოვნით აღიძრა საქმე. ამას ვამბობდი ზუსტად“, - წერს ხატია დეკანოიძე.

შსს-ს ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა, ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.