დღეს ჩვენ შევიკრიბეთ განსხვავებული წარსულის და გამოცდილების ადამიანები. ჩვენ გვაერთიანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ეს პლატფორმა ყველასთვის ღიაა, ეს არის აპოლიტიკური ორგანიზაცია , - ამის შესახებ მოქალაქეთა გაერთიანების "ანტიანექსიური პლატფორმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ის მოუწოდებს საზოგადოებას, შეუერთდნენ ამ ახალ გუნდს.

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ განსხვავებული წარსულის და გამოცდილების ადამიანები. ჩვენ გვაერთიანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. საქართველოს ისტორიაში, ზოგადად, ყოველთვის იყო პერიოდი, როდესაც საერთო მტრის წინააღმდეგ ქართველებს გვიწევდა გაერთიანება და იქნება ამ შემთხვევაშიც შევძლოთ და საქართველოს სრული საზოგადოება გავერთიანდეთ ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე, რასაც რუსული ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ჰქვია.

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, გაერთიანდნენ ჩვენი ძალისხმევის გარშემო და ხმა ამოვიღოთ იმ დიდი პრობლემის წინაშე, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ჰქვია. ჩვენი პლატფორმა არის აპოლიტიკური პლატფორმა, ამიტომ ჩვენ მზად ვართ აბსოლუტურად საზოგადოების ყველა წევრი, კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნებისა, გაერთიანდეს ჩვენთან ერთად და ამით გამოხატოს თავისი პოზიცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყველასთვის ღიაა, ეს არის აპოლიტიკური ორგანიზაცია", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.