“ხორცი მეწვოდა, როცა სინდისის პატიმრებს ვუყურებდი – ახლა მეც ბორკილდადებული ტუსაღი ვარ, ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება. კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში. გამარჯვება გარდაუვალია!” - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილშია აღნიშნული.

“სისხლი მეყინებოდა, როცა დალეწილ, დასისხლიანებულ ახალგაზრდებს ვუყურებდი… რამდენიმე დღეში, ერთი ახალგაზრდის გადასარჩენად გაქცეულს, სახის ძვლები მეც დამილეწეს… სულიერად და მენტალურად ამან უფრო გამაძლიერა. ხორცი მეწვოდა, როცა ერთმანეთის მიყოლებით დატყვევებულ სინდისის პატიმრებს ვუყურებდი. ახლა მეც ბორკილდადებული ტუსაღი ვარ. ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება. კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის უპირობო გამარჯვებაში. შევხვდებით მალე! თქვენი მონა-მორჩილი და მსახური, ლევან ხაბეიშვილი”, - აღნიშნულია წერილში.