705 000 ლარი ბიუჯეტის ფული მისცა კობახიძემ ქოცების ახალგაზრდულის თავმჯდომარე "ტიტუშკა" მუკათარიძეს, რომელიც ახლა ქუჩაში ძალადობს მოსახლეობაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე წერს.

"თანხის ბიუჯეტიდან გადაცემა შეფუთეს თითქოს სტუდენტურ ორგანიზაციას გადასცეს, სინამდვილეში კობახიძემ ზონდერებს ბიუჯეტიდან აჩუქა 705 000 ლარი", - წერს დონაძე და დოკუმენტაციას აქვეყნებს.

მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან დღეს საღამოს ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე ვითარება აქციის მონაწილეების გამოჩენის შემდეგ დაიძაბა. სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. პროტესტის მონაწილეებს "ოცნების" შტაბის წევრები და ტიტუშკები დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, მოქალაქეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. დაპირისპირებისას დაშავებული რამდენიმე მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. მათ დახმარება ქაშვეთთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში აღმოუჩინეს.