ირაკლი კობახიძეს ფასებთან ბრძოლა რომ უნდოდეს, სისტემურ გადაწყვეტილებას მიიღებდა და სუსი კი არ შევიდოდა რომელიმე მაღაზიაში, ეს ხომ ბრძოლის მეთოდი არ არის? ასე რომელ ქვეყანაში ებრძვიან ფასებს?!, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არც კორუფციას არ ებრძვის, არც ფასების კლება არ აინტერესებს.

"ხომ ყველამ ვიცით, რომ "ქართული ოცნება" არც კორუფციას არ ებრძვის, არც ფასების კლება არ აინტერესებს და არც საჯარო დისკუსია არ უნდათ, ისინი უბრალოდ ამაზე საჯაროდ საუბრობენ, რომ დღის წესრიგი შექმნან, თითქოს, ხელისუფლებაში არიან და დემოკრატიულ პროცესზე, ან ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავენ.

ყალბია, რომ ფასებს ებრძვის ირაკლი კობახიძე. ფასებთან ბრძოლა რომ უნდოდეს, სისტემურ გადაწყვეტილებას მიიღებდა და სუსი კი არ შევიდოდა რომელიმე მაღაზიაში, ეს ხომ ბრძოლის მეთოდი არ არის? ასე რომელ ქვეყანაში ებრძვიან ფასებს?! თუ გინდა, რომ ფასები შეიცვალოს, სახელმწიფო როცა ხარ, უნდა იზრუნო კომპლექსურად და სისტემურად", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.