დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.