"ოცნება“ არის რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილის აჩრდილისაც კი ეშინია და ამავდროულად, გვეუბნება, რომ რუსეთს ოკუპანტს და მტერს თუ ვუწოდებთ, ეს თურმე რუსოფობიაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭო წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საწვავის დეფიციტის ფონზე საოკუპაციო რეჟიმისთვის მთავარ მაშველ რგოლად გვევლინება.

“ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა უბადრუკი პაექრობა გამართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, პუტინის პირად ტყვესთან მიხეილ სააკაშვილთან. 

ადამიანთან, რომელმაც ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა, ჩაბნელებული საქართველო გაანათა და რუსული აგრესიის დროს ქვეყანა გადაარჩინა. მაშინ მის გვერდით რუსთაველის გამზირზე ევროპის ხუთი პრეზიდენტი იდგა.

"ოცნება“ არის რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილის აჩრდილისაც კი ეშინია და, ამავდროულად, გვეუბნება, რომ რუსეთს, ოკუპანტს და მტერს თუ ვუწოდებთ, ეს რუსოფობიაა.

ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საწვავის დეფიციტის ფონზე საოკუპაციო რეჟიმისთვის მთავარ მაშველ რგოლად გვევლინება. ეს მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია კი არა, ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია.

ამ ყველაფრის ფონზე კობახიძე აცხადებს, რომ საწვავის მიწოდება ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით ხდება. იგივე კობახიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი გავრილოვს დაუთმო, რასაც მასობრივი პროტესტი და ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკი დარბევა, მათ შორის ადამიანებისთვის თვალების დათხრა მოჰყვა. კობახიძის მხრიდან ოკუპაციის კანონზე საუბარი არის ცინიზმი, ფარისევლობა და ეროვნული ინტერესების ღალატი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.