ქართული არმიის ძარცვასა და ამ ელიტურ კორუფციაზე ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელი. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქართული ჯარი წლების განმავლობაში იძარცვებოდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭო წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, არა მხოლოდ ქართული ჯარი, არამედ "ქართული ოცნების" პირობებში ბიზნესის თავისუფლება აღარ არსებობს.

"ჩვენ წლები ქართული არმიის, ჯარისა და ჩვენი სამხედროების ძარცვაზე ვსაუბრობდით, რომელიც მოდის არა ღარიბაშვილისგან, ან ბურჭულაძისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან. ქართული არმიის ძარცვასა და ამ ელიტურ კორუფციაზე ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელი. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქართული ჯარი წლების განმავლობაში იძარცვებოდა.

არა მხოლოდ ქართული ჯარი, არამედ "ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში ბიზნესის თავისუფლება აღარ არსებობს და ეს საბოლოოდ თითოეული მოქალაქის ჯიბეს აზარალებს.

"ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში ბიზნესი არამხოლოდ თავისუფალი არ არის, არამედ იხდის ივანიშვილის არაოფიციალურ მოსაკრებელს, რუსი ოლიგარქის ხარკს და რუსული რეჟიმის საფასურს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.