საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:04 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით, სოფელ მამიშლარიდან 4კმ-ში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.