წარმოუდგენელი ცინიზმია, რომ სამართლებრივ არგუმენტაციასაც კი არ აყალიბებენ საკონსტიტუციო სარჩელში, ისე უნდათ პარტიების გაუქმება და მთავარ დოკუმენტად, უპირობო მტკიცებულებად, მიჩნეული აქვთ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მომზადებული და ქართველი ხალხის მიერ სახელდებული ღალატის კომისიის დასკვნა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს საფუძველს ჩაუყრის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას.

"წარმოუდგენელი ცინიზმია, რომ სამართლებრივ არგუმენტაციასაც კი არ აყალიბებენ საკონსტიტუციო სარჩელში, ისე უნდათ პარტიების გაუქმება და მთავარ დოკუმენტად, უპირობო მტკიცებულებად, მიჩნეული აქვთ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მომზადებული და ქართველი ხალხის მიერ სახელდებული ღალატის კომისიის დასკვნა. ეს არის მთელი კვინტესენცია ამ უკანონობის, ამ ცინიზმის, რომელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გაათამაშოს. ამის შემდეგ პროცესები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, ეს საფუძველს ჩაუყრის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.