უკრაინა მზად იქნება, შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები, თუ კრემლი შეწყვეტს ჩვენს ენერგორესურსებზე თავდასხმას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთია.

მისი თქმით, ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შეჩერება უკვე შესაძლებელია, თუმცა ვლადიმერ პუტინი ამის გაკეთებას არ აპირებს.

"უკრაინა მზად იქნება, შეაჩეროს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები, თუ რუსეთი შეწყვეტს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას. ნებისმიერი დეესკალაციის ნაბიჯი უნდა იყოს ორმხრივი და რეალური გარანტიებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოითხოვა, რომ უკრაინამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები.