ყველაფერი შეზღუდული მაქვს და სასამართლომ მითხრას, რომ მიცვალებული ვარ. ტელეფონი არა, შვილები არა, ვერ გავიგე, მკვლელი ვარ?, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისი საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ განცხადებებზე. 

"ამ დროისთვის რუსი ოლიგარქი ხალხს უგებს. ბრძოლა წაგებულია, ომი არა. "ბუქსაობა" მიდის, რომ რაღაც ერთიანობაა. ამ პოლიტპატიმრებს ნუ გამოუგდებთ ამ პასუხისმგებლობას. რომელი ღირსეული ადამიანი ამბობს, რომ შეწყალება მინდა? შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს ხალხი თავისუფალი იყოს.

ყველაფერი შეზღუდული მაქვს და სასამართლომ მითხრას, რომ მიცვალებული ვარ. ტელეფონი არა, შვილები არა, ვერ გავიგე, მკვლელი ვარ? მოვდივარ ყოველთვის მშვიდად და პროკურორი ყოველ ჯერზე პროვოცირებს, ხან ჩემი მოსმენა არ უნდა. მას უნდა რომ ციხეში ვიყო. კრიმინალივით რომ ყველაფრის უფლება შემიზღუდეთ, სიტყვა მათქმევინეთ კაცო, ადამიანი არ ვარ? მას არ აქვს უფლება სასამართლოს კომპეტენციაში ჩაერიოს. ჩემი საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ განცხადებებზე. არავინ მედავება ჩუმად რამის გაკეთებს, მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებას. ჩემი მოწმეები არ მოჰყავთ.

საქართველოს სახელით მიყენებთ ბრალს, ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს, ამ ხნის განმავლობაში ერთი მოწმე ვერ მოიყვანეს აქ, სხვა ბუნებაში არ არსებობს. 

არის ორი გზა - ერთი მძევალი როცაა აყვანილი, გადადიხარ შეტევაზე და გამოხსნი და მეორე - ეს არის მოლაპარაკება, საუბარი და დიალოგი. ზოგს ამისიც ეშინია გარეთ, ბრძოლა ხომ არ გამოსდით.

მრცხვენია, რომ დღეს საქართველოში 1000 ადამიანი იბრძვის გმირულად. ასე არ გამოვა, ტყუილში, სიცრუეში ნუ ცხოვრობთ. 

მეორე გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს. აიღეთ თავზე. გარეთ რომ ვიყო, ამ მძევლების გამო ყველა ტალახს მივიღებდი საკუთარ თავზე", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.