ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "ოცნების" მიერ "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრებას X-ზე ეხმაურება და რეპრესიების გაძლიერებას უწოდებს.

იუკნევიჩიენე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ ქმედითი, საბოლოო ნაბიჯები გადადგან.

"ეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა! დროა, წევრმა სახელმწიფოებმა საბოლოოდ იმოქმედონ და ევროპარლამენტის რეკომენდაციები გაითვალისწინონ იმის შესახებ, თუ რა ზომები მიიღონ“, - წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე.

"ქართული ოცნება "გრანტების შესახებ" კანონს ამკაცრებს - შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გუშინ გაკეთდა.

ადამიანები, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში არიან ჩართულები და საჯაროობაზე გავლენის მოხდენას მოინდომებენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ან მთავრობის კონტროლის ქვეშ მუშაობას უნდა დათანხმდნენ, ან ციხეში წავიდნენ 6 და ზოგჯერ 9-12 წლით.