ამ სისტემაში შეყოლა არის კატასტროფა იმიტომ, რომ ჩემივე ამომრჩეველს ვერ დავარწმუნებ, რომ არჩევნებში მონაწილეობით ბიძინა ივანიშვილს შეცვლის, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ თავის ამომრჩეველს დააჯერებს, რომ ბოიკოტით წაართმევს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანას.

"ამ სისტემაში შეყოლა არის კატასტროფა იმიტომ, რომ ჩემივე ამომრჩეველს ვერ დავარწმუნებ, რომ არჩევნებში მონაწილეობით ბიძინა ივანიშვილს შეცვლის. მე მჯერა, რომ ჩემს ამომრჩეველს დავარწმუნებ, რომ ბოიკოტით წავართმევ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებას და "ლელო" და "გახარია" მარტო მოიგებენ? თუ მარტო არჩევნებში მონაწილეობისთვისაა ეს საუბარი?! 

სანამ ამას აკეთებ, მე უნდა მითხრა. ჩვენ გარეშე - 5 და 4 ნომრის გარეშე რამეს იგებენ?! მე თუ ტელევიზიით ვიგებ, რომ თბილისი მოგებადია, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი არ არის მოგებადი? თბილისი იმიტომაა მოგებადი, რომ დიდი სხვაობით გვაქვს მოგებული?! იქ რატომ არ გვაქვს მოგებული დიდი სხვაობით? ხომ არ გაგვიყალბეს იქით? ისევ ის კოორდინატორი ქალები ხომ არ არიან ისევ და ახლა უფრო მეტი ფული ხომ არ აქვს ბიძინას? ჩემი ამომრჩეველი უფრო მეტ ნიჰილიზმში ხომ არ არის? მე ყველაზე მეტად აქამდე მისვლა არ მინდოდა.

ორმხრივი ცეცხლი იქნება და არ მინდა, ამაში "ლელო" ან ვინმე გაერიოს და "ლელოს" ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელოვანი პოზიცია იმიტომ, რომ "ლელო" თუ არ გადის, გახარიაც ვერ შევა იმიტომ, რომ პარლამენტშიც უნდოდათ შესვლა, მაგრამ რატომ ვერ შევიდნენ? საზოგადოებრივი აზრის გამო ხომ არ? 

მინდა გითხრათ, რომ ბედნიერები უნდა იყოთ, ხალხო, რომ ამ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ვერ წყვეტენ ამ ქვეყნის ბედს იმიტომ, რომ თქვენ ხელშია. 

მე მოვუწოდებ ყველას, გააძლიერეთ შეურაცხყოფისა და პიროვნული თავდასხმის გარეშე თქვენი პოზიცია, ამ ადამიანებს უნდა უთხრათ, რომ პოლიტიკურ თვითმკვლელობამდე მიდიან.  როგორც წესი, არჩევნებში არგასვლაა სიკვდილი და მარგინალური წესი და ამ შემთხვევაში, ეს არჩევნები არის პირიქით", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.