ძალიან რთულია დღეს, ჩვენს ქვეყანაში ვისაუბროთ კანონიერებაზე, კანონმდებლობაზე, უწყებების ქცევებზე, რადგან არცერთი უწყება არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციას, არც ერთი უწყება არ მოქმედებს იმ კანონის ჩარჩოებში, რომელი კანონიც ფარგლებშიც მათ უნდა იმოქმედონ, - ამის შესახებ სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას არ ახსოვს არც ერთი დასჯილი პოლიციელი, რომელმაც თავის უფლებამოსილებას გადაამეტა.

"ძალიან რთულია დღეს, ჩვენს ქვეყანაში ვისაუბროთ კანონიერებაზე, კანონმდებლობაზე, უწყებების ქცევებზე, რადგან არცერთი უწყება არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციას, არცერთი უწყება არ მოქმედებს იმ კანონის ჩარჩოებში, რომელი კანონიც ფარგლებშიც მათ უნდა იმოქმედონ, არცერთ უკანონობაზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ გვახსოვს რეაგირება მთელი წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და ერთადერთი, რაზეც რეაქცია აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს, არის ის, რომ თუ აქციის, რომელიმე მონაწილე, რაიმე წესრიგს დაარღვევს ან არ დაარღვევს და მოხდება მითების შექმნა, რომ ეს აქციის მონაწილეები ცუდად იქცევიან, ეს ხალხი დასაჯოს. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, თუნდაც, ჩვენ გვქონდეს ისეთი შემთხვევები და რა თქმა უნდა, დაზღვეული არავინ არ არის იმისგან, რომ აქციის რომელიმე მონაწილემ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბოს და ვერ იმოქმედოს იმ კანონის ჩარჩოებში, როგორც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები უნდა იქცეოდნენ, თუმცა აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოებას არ ახსოვს არც ერთი დასჯილი პოლიციელი, რომელმაც თავის უფლებამოსილებას გადაამეტა“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.